ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და კონტროლის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო · თბილისი · სრული განაკვეთი
ა) მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემდგომი საქმიანობის ადმინისტრირებაში, მათ შორის ინსპექტირებასა და კონტროლში;
ბ) მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაში;
გ) მონაწილეობას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელთან, კურატორი ხელმძღვანელის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
ვ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს.
საქართველოს კონსტიტუცია;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.