ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის დეპარტამენტის საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი
სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო · თბილისი · სრული განაკვეთი
ა) უზრუნველყოფს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღებას, პირველადი იდენტიფიცირებასა და გადამისამართებას კომპეტენციის შესაბამისად;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს პირველადი ხასიათის კონსულტაციებს, მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა ინსტრუქციების საფუძველზე;
გ) ამისამართებს ზარის განმახორციელებელს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან, თუ კონსულტაციის გაწევა აღემატება მისი კომპეტენციის ფარგლებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, პასუხობს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კითხვებს ან ამისამართებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, თუ კითხვაზე პასუხის გაცემა აღემატება მისი კომპეტენციის ფარგლებს;
ე) მონაწილეობას იღებს ხშირად დასმული კითხვების აღრიცხვაში.
საქართველოს კონსტიტუცია;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.