← ყველა ვაკანსია

ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო · თბილისი · სრული განაკვეთი

ა) აგროვებს, ამუშავებს და სისტემატიზაციას უკეთებს ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროსთან დაკავშირებულ მონაცემებს სხვადასხვა წყაროდან; ბ) ახორციელებს მონაცემთა პირველადი ანალიზს, ამზადებს ცხრილებს, გრაფიკებსა და სხვა ვიზუალიზაციებს ბიზნეს ანალიტიკის სისტემისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით; გ) მონაწილეობას იღებს ცენტრალიზებული შესყიდვების ბაზრის, ტენდენციებისა და სტატისტიკური მაჩვენებლების ტექნიკურ ანალიზში; დ) ამზადებს ანალიტიკური ანგარიშების, რეკომენდაციებისა და საინფორმაციო მასალების პროექტებს სამმართველოს უფროსის მითითებით; ე) მონაწილეობას იღებს რისკფაქტორების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის პროცესში, უზრუნველყოფს შესაბამისი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას; ვ) უზრუნველყოფს ანალიტიკური მონაცემთა ბაზების ტექნიკურ ადმინისტრირებასა და პერიოდულ განახლებას; ზ) მონაწილეობას იღებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს წლიური და პერიოდული ანგარიშების მომზადების ტექნიკურ უზრუნველყოფაში; თ) ამზადებს საჭირო ინფორმაციას ხელმძღვანელობისთვის ან სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის კომპეტენციის ფარგლებში.  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“;

განაცხადის გაგზავნა →