← ყველა ვაკანსია

საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო · თბილისი · სრული განაკვეთი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ: 1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას; 2. მოტივაციის სისტემებს; 3. განვითარების საშუალებას; 4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას; 5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში. სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge • კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში; • უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზსა და შესაბამისი ინიციატივების მომზადებას; • კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო აქტების პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში და არსებული საერთაშორისო აქტების გადახედვის პროცესში დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად; • მონაწილეობს სხვა სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყების მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზაში კომპეტენციის ფარგლებში; • კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების მონიტორინგის, მათი ეფექტიანობისა და შედეგების შეფასების პროცესში; • კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით კვლევების ჩატარების, არსებული ხარვეზების, საჭიროებებისა და პრობლემების შესწავლის, ანალიზის პროცესში და შესაბამისი რეაგირების, სტრატეგიის დასახვაში გამოვლენილი ხარვეზების, საჭიროებებისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით; • მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლების პროფესიული შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობის პროცესში; • ახორციელებს საგზაო უსაფრთხოების დარგში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას და მონაწილეობს მის იმპლემენტაციაში • ამზადებს დეპარტამენტიდან გამავალი კორესპონდენციის პროექტებს; • ასრულებს სამინისტროს დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს კომპეტენციის ფარგლებში. • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; • ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონი; • ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონი; • ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონი; • „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონი; • ,,პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება; • ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის #70 დადგენილება; • „ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №15 დადგენილება; • ტექნიკური რეგლამენტის „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების ”დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №407 დადგენილება; • „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილება; • „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილება; • „ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №11 დადგენილება; • „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 დეკემბრის N510 დადგენილება; • „ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილება; • „ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილება; • „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილება; • „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს N400 დადგენილება; • „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის” დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილება; • საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმების ცოდნა.

განაცხადის გაგზავნა →