← ყველა ვაკანსია

კორუფციის რისკების ანალიზისა და პრევენციის დეპარტამენტი - სტაჟიორი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური · თბილისი · სრული განაკვეთი

- დეკლარაციის შევსების წესებთან დაკავშირებით არსებული საჯარო საინფორმაციო და მეთოდური მასალების მოწესრიგებაში მონაწილეობა; - დეკლარაციების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი ზოგადი ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების კლასიფიკაციაში დახმარება; - დეკლარაციების შევსების პროცესის გაუმჯობესების მიზნით კვლევითი და ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა; - დეკლარაციების მონიტორინგის სფეროში არსებული ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და შედარებითი მიმოხილვების მომზადება; - ეთიკისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე საინფორმაციო ბუკლეტების, პრეზენტაციებისა და სასწავლო მასალების მომზადებაში მონაწილეობა; - ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის პრევენციის შესახებ საჯარო საინფორმაციო მასალების მოძიება და სისტემატიზაცია; - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →