← ყველა ვაკანსია

ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი · თბილისი · სრული განაკვეთი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა და სხვა. - დეპარტამენტის საკადრო საქმიანობის წარმოება; - საკადრო მიმართულებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბრძანების პროექტის (ბრძანებების: დანიშვნის, განთავისუფლების, გადაყვანის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების, შვებულების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოცხადების, მივლინებისა და სხვა) მომზადება; - დეპარტამენტის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და დაარქივება; - გვარობრივი საშტატო ნუსხის წარმოება; - დეპარტამენტში სტაჟირებასთან, ასევე ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების ორგანიზება საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; - კონკურსთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის (მათ შორის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების) საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე https://vacancy.hr.gov.ge/ -ზე ატვირთვა-განთავსების უზრუნველყოფა; - ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS) ოპერაციები წარმოება, (თანამშრომლების შესახებ, ორგანიზაციის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხაზე; - სასურველი ანგარიშგებების ფორმების დაგენერირება; - მივლინებების ბრძანებების და ადმინისტრატორის ჩანართის მართვა.) ყველა სახის საკადრო ინფორმაციის დამუშავება; - სამინისტროს HR პროგრამაში თანამშრომელთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის (პირადი მონაცემების ასახვა მოქმედი თანამშრომლების შესახებ) ასახვა; - კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა, ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი პასუხის მომზადება; - დეპარტამენტში მუშაობის შესახებ ცნობების მომზადება; - სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით სერთიფიკატისა და/ან ცნობების მომზადება; - დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; - კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოქალაქეებისა და კონკურსანტებისათვის შესაბამის ინფორმაციის მიწოდება; - პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება და შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; - ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. - საქართველოს კონსტიტუცია; - საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; -  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; -  საქართველოს კანონი  ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“; -  საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; -  საქართველოს კანონი  ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; -  საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; - საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“; - საქართველოს მთავრობის 2017  წლის 21 აპრილის №204 დადგენილება ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“; - საქართველოს მთავრობის 2017  წლის 26 აპრილის №215 დადგენილება  ,,პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“; -  საქართველოს მთავრობის 2017  წლის 28 აპრილის №218 დადგენილება  ,,პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“; -   ,, პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება; - ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის   მინისტრის  2018  წლის 27 ივლისის  №2-616  ბრძანება; - „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება; -  „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →