← ყველა ვაკანსია

ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი · თბილისი · სრული განაკვეთი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა და სხვა. - დეპარტამენტის საქმისწარმოების უზრუნველყოფა, ელექტრონული საქმისწარმოების წესის შესაბამისად; - დეპარტამენტში შემოსული და გასული კორესპონდენციების, ასევე შიდა მიმოწერის, ელექტრონული საქმისწარმოების წესის შესაბამისად ორგანიზება; - კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული საქმისწარმოების წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვისა და მათი შესრულების კონტროლი, აგრეთვე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა; - დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაცია და საქმისმწარმოებლებისა და ანალიტიკოსი/საქმისმწარმოებლების მეთოდური დახმარების გაწევა; - საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფა, ყოველდღიურად დეპარტამენტში მომზადებული წერილების გადაგზავნა სხვადასხვა უწყებებთან და დაწესებულებებთან ელექტრონულად, ასევე ფოსტის მეშვეობით; - მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღება (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკები და საჯარიმო ქვითრები) შენახვა, აღრიცხვა-ანგარიშგება, განაწილება, დაბრუნება და გაუქმების წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; - უწყებრივი საარქივო საქმიანობის წარმოების ორგანიზება; - კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში პასუხის მომზადება; - კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მოძრაობის შესახებ ანგარიშის მომზადება 3 თვეში ერთხელ და ხელმძღვანელისათვის წარდგენა; - გაწეული საკურიერო მომსახურების ღირებულების შესახებ, შპს - საქართველოს ფოსტის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილ შედარების აქტთან დაკავშირებით, შესაბამისი პროცედურების განხორციელება; - დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. - საქართველოს კონსტიტუცია; - საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; -  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; -  საქართველოს კანონი  ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“; -  საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; -  საქართველოს კანონი  ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; -  საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; - საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“; - საქართველოს მთავრობის 2017  წლის 21 აპრილის №204 დადგენილება ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“; - საქართველოს მთავრობის 2017  წლის 26 აპრილის №215 დადგენილება  ,,პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“; -  საქართველოს მთავრობის 2017  წლის 28 აპრილის №218 დადგენილება  ,,პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“; -   ,, პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება; - ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის   მინისტრის  2018  წლის 27 ივლისის  №2-616  ბრძანება; - „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება; -  „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →