← ყველა ვაკანსია

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს კულტურის სამინისტრო · თბილისი · სრული განაკვეთი

საქართველოს კულტურის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას მონაწილეობს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში: • ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება. სამინისტროსა და მისი სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; • ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; • აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; • სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი, შედეგების შესახებ ანგარიშის შედგენა; • სამინისტროსა და მისი სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, ასევე, საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება; • შიდა აუდიტორული შემოწმებისას, შიდა აუდიტის ობიექტისათვის აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმის წარდგენა; • კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათებისა და ინფორმაციების, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების, მასალების, ცნობებისა და სხვა კორესპონდენციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია. სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზაცია და დამუშავება; • შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და იმ ინფორმაციის/მონაცემების გაუცემლობა, რომელიც ცნობილი გახდა მისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; • საქართველოს კონსტიტუცია; • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; • „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი; • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილება; • „საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 ივნისის N05/16 ბრძანება; •  „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება; • „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის, აგრეთვე საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის № 201 დადგენილება; •  „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება; • „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება; • „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება; • „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →