სკოლის ექთანი
სსიპ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩეს საჯარო სკოლა · მარტვილი.სოფელი ოჩე · სრული განაკვეთი
1. პირველადი და გადაუდებელი დახმარება:
• პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის ტრავმის, უბედური შემთხვევის ან უეცარი ავადმყოფობის დროს.
• დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ექიმის არყოფნისას — პირველადი დახმარების აღმოჩენა, საჭირო მანიპულაციების ჩატარება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (სასწრაფო დახმარების) გამოძახება.
2. ჯანმრთელობის მეთვალყურეობა და ქრონიკული დაავადებები:
• განსაკუთრებული მეთვალყურეობა ქრონიკული დაავადებების მქონე (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ასთმა, ეპილეფსია) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) მოსწავლეებზე.
• მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების დროული ინფორმირება.
• იმუნიზაციის (აცრების) მონიტორინგი და გადამდები დაავადებების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეტყობინება.
3. სანიტარულ-ჰიგიენური კონტროლი და გარემო:
• სკოლის შენობაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მონიტორინგი.
• ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების (მაგ. პანდემიის დროს რეგულაციების) კონტროლი.
4. ჯანმრთელობის განათლება და დოკუმენტაცია:
• მოსწავლეებსა და პერსონალს შორის ჯანმრთელობის ხელშემწყობი და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება (ჰიგიენა, ჯანსაღი ცხოვრების წესი).
• სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვა შესაბამის ჟურნალში და დოკუმენტაციის წარმოება.