სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს II კატეგორიის წამყვანი სპეციალისტი
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა.
სააგენტოსთვის პრიორიტეტია ვაკანტურ თანამდებობებზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატების მოზიდვა და მათი დასაქმება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს სააგენტოზე შეაჩერეთ არჩევანი. მალე აღმოაჩენთ, რომ ეს ძალიან საინტერესო და ძლიერი ორგანიზაციაა კარიერის დასაწყებად თუ გასაგრძელებლად, მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და ნიჭიერი, თავდადებული თანამშრომლებით.
•შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადების კოორდინაცია და უზრუნველყოფა;
•უცხოურ ორგანიზაციებთან კორესპონდენციის წარმოება;
•საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა დონორთა მოთხოვნების გათვალისწინებით;
•საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოება;
•პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;
•სხვადასხვა დოკუმენტებისა და მასალების თარგმნა;
•სააგენტოში უცხოელი სტუმრების ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა;
•საერთაშორისო ღონისძიებების (კონფერენცია, ფორუმი, სემინარი, ტრენინგი, სხვა) ორგანიზებაში მონაწილეობა;
•სააგენტოს თანამშრომლების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა;
•ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
• საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
• საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულება.
სასურველია:
• საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;
• საქართველოს მთავრობის დადგენილება №238 (2015 წლის 1 ივნისი) „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესის დამტკიცების თაობაზე“.