← ყველა ვაკანსია

სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს II კატეგორიის წამყვანი სპეციალისტი

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა. სააგენტოსთვის პრიორიტეტია ვაკანტურ თანამდებობებზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატების მოზიდვა და მათი დასაქმება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს სააგენტოზე შეაჩერეთ არჩევანი. მალე აღმოაჩენთ, რომ ეს ძალიან საინტერესო და ძლიერი ორგანიზაციაა კარიერის დასაწყებად თუ გასაგრძელებლად, მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და ნიჭიერი, თავდადებული თანამშრომლებით. •სააგენტოს განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სააგენტოს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების უზრუნველყოფა და კოორდინაცია; •საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიცირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დარგობრივი დეპარტამენტებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, კონსოლიდირება; •სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-სისტემატიზაცია, მათი დამუშავება, განხილვა და შესრულების უზრუნველყოფა; •საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოვალეობების განხორციელება; •სააგენტოს ხელმძღვანელობის და სამმართველოს უფროსის დავალებების შესრულება. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი; • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულება; • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“; • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.

განაცხადის გაგზავნა →