სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტის მოძრავი ქონების და სამშენებლო მასალების შეფასების სამმართველოს სტაჟიორი
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო · თბილისი · სრული განაკვეთი
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.
ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
• პროფესიული განვითარების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მონაწილეობას იღებს სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ დებულებით განსაზღვრული მოძრავი ქონების და სამშენებლო მასალების შეფასების მიერ განხორციელებულ საქმიანობაში.
• მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა;
• სამშენებლო მასალების ფასების კვლევა.
• საქართველოს კონსტიტუცია
• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“
• "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილება.