← ყველა ვაკანსია

სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მონიტორინგისა და ბაზრის კვლევის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო · თბილისი · სრული განაკვეთი

1. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების, მიწოდების ვადის და სხვა შემსყიდველისთვის მნიშვნელოვანი პირობების დადგენის მიზნით მიწოდების ბაზრის კვლევა; 2. ბაზრის კვლევისა და ანალიზის შესაბამისად, მომწოდებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება-განახლება; 3. სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული მოთხოვნების დამუშავება, შესაბამისი კლასიფიკატორის კოდის განსაზღვრა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა და მიწოდების სავარაუდო ვადების დადგენა; 4. ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ სათანადო დოკუმენტის მომზადება; 5. საიდუმლო და არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ განსახორციელებელ პროცედურებთან და კორესპონდენციის გაგზავნასთან დაკავშირებული ვიზირების (თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამსახურების ხელმძღვანელების, მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეების მხრიდან) აღების ორგანიზება და უზრუნველყოფა; 6. კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; 7. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, დეპარტამენტის საერთო კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების უზრუნველყოფა. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12  დეკემბრის №580 დადგენილება; დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →