იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც 2023 წლის პირველ ივლისს შეიქმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტებთან დაახლოებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე.
სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს სარკინიგზო უსაფრთხოება, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი საგანია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას.
იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებს მიკუთვნებულ საქმიანობაში მონაწილეობა სტაჟირების მენტორის დავალებების შესაბამისად.
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• საქართველოს სარკინიგზო კოდექსი;
• „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონი;
• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულება.