← ყველა ვაკანსია

უძრავი ქონების აგენტი

Spot

"Spot" ეძებს ყოჩაღ ახალგაზრდებსა თუ თანამოქალაქეებს თბილისში უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე! სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. უპირობოდ ვუწყობთ ხელს სტუდენტთა დასაქმებასა და მათთვის შესაბამის სამუშაო გრაფიკს. ჩვენი გუნდის წევრები ყოველთვიურად გამოიმუშავებენ მინიმუმ 2000 ლარს. ძირითადი მოვალეობები: ** გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება; ** მოძიებული ქონების პლატფორმებზე განთავსება; ** დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაცნობა/შეთავაზება; ** ვიზიტების დაგეგმვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა. ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების არცოდნის შემთხვევაში ჩვენი გუნდის სხვა წევრები მაქსიმალურად დაგეხმარებიან კვალიფიკაციის ამაღლებაში! ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას; ** კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ საბონუსე სისტემას; ** ულიმიტო სასაუბრო დროს ყოველთვიურად. კომპეტენციები და უნარები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მონდომება; ** და ისევ პასუხისმგებლობის გრძნობა და მონდომება! დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: info@spotit.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების აგენტი". გელით და გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →