← ყველა ვაკანსია

ვიდეოკონტენტის სახე

Nomio

"Nomio" ეძებს ახალ სახეს საკუთარი ვიდეოკონტენტისთვის! ვეძებთ კომუნიკაბელურ, ენერგიულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც გახდება Nomio-ს ვიდეოკონტენტის ერთ-ერთი სახე და კამერის წინ წარადგენს ბრენდის პროდუქტებსა და სერვისებს. ძირითადი მოვალეობები: ** Nomio-ს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ვიდეოგადაღებებში მონაწილეობა; ** წინასწარ მომზადებული და გაწერილი სცენარის მიხედვით კამერის წინ საუბარი; ** ბრენდის პროდუქტებისა და სერვისების აუდიტორიისთვის წარდგენა; ** გადაღების პროცესში რეჟისორისა და გადამღები გუნდის მითითებების გათვალისწინება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კამერის წინ მუშაობის გამოცდილება; ** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები; ** თავდაჯერებულობა და კამერის წინ თავისუფლად წარმოჩენის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სასურველია სოციალური მედიის ვიდეოკონტენტში მონაწილეობის გამოცდილება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეები: შეთანხმებით; ** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით; ** გადაღებები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 19:00 საათისა; ** ვიდეოს სცენარი და შინაარსი წინასწარ იქნება მომზადებული და კანდიდატს დამოუკიდებლად კონტენტის იდეების ან სცენარების შემუშავება არ მოეთხოვება. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ოფიციალურ მეილზე: nomioesim@gmail.com შემოგვიერთდი და გახდი Nomio-ს ვიდეოკონტენტის სახე!

განაცხადის გაგზავნა →