← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

ჯი ემ პი · გორი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია "GMP" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. გორში. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლების კონსულტაცია ადგილზე, ტელეფონითა და ონლაინ არხებით; ** კომპანიის პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა და მომხმარებლებთან შეთავაზება; ** პოტენციურ მომხმარებელთა მოზიდვა და მათთვის კომპანიის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** მომხმარებელთა ბაზის აღრიცხვა; ** შეკვეთის მიწოდების საკითხების დაზუსტება; ** პოტენციური მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება; ** კონტაქტზე ყოფნა პოტენციურ და არსებულ დამკვეთებთან: შეთავაზების გადაგზავნა, სიახლეების გაცნობა, საჭირო ინფორმაციის შეხსენება; ** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი; ** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. უპირატესად ჩაითვლება: ** სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. დამატებითი ინფორმაცია: ** ანაზღაურება - შეთანხმებით; ** სამუშაო გრაფიკი - სრული. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 20 დეკემბერი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: info@gmpmetal.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →