← ყველა ვაკანსია

დამწყები აუდიტორი

TaxInfo ჯგუფი

ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - TaxInfo აცხადებს ვაკანსიას დამწყების აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით); ** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა; ** საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა; დამატებითი მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით): ** ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; ** საგადასახადო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; ** Rs.ge - იზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წლისა - არა სავალდებულო მოთხოვნა); ** ერთ-ერთი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა; ** ფასს სტანდარტების ცოდნა (არასავალდებულო მოთხოვნა); ** ინგლისური ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა); ** რუსული ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა). მოვალეობები: ** ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში; ** საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა; ** მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება; ** საუკეთესო სამუშაო პირობებს; ** უფასო ტრეინინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში; დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ: ვაკანსიის დასახელება: დამწყები აუდიტორის პოზიცია. სამუშაოს ტიპი: სრული; სამუშაო ანაზღაურება: 2 000-2 500 ლარი კვალიფიკაციიდან გამომდინარე (net, გადასახადების გარეშე) სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ); სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული. შერჩევის პროცედურა: ** 1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა; ** 2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში; ** 3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@gmail.com პერსონალურ მონაცემთა დაცვა: პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის" (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

განაცხადის გაგზავნა →