← ყველა ვაკანსია

ავტოპარკის/ავტოსალონის დამხმარე

რენო საქართველო

რენო საქართველო - Renault Georgia აცხადებს ვაკანსიას: ავტოპარკის/ავტოსალონის დამხმარე. სამუშაოს მოკლე აღწერა: ვეძებთ სანდო და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ავტომობილების მარაგის ორგანიზებას, სისუფთავესა და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგს. ** ავტომობილების მიღება და მასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა ** მიღებული ავტომობილების შემოწმება დაზიანებების გამოსავლენად ** ავტომობილების პარკირება, გადაადგილება და განლაგება ავტოსადგომის ან/და ავტოსალონის ტერიტორიაზე ** ავტომობილზე სადილერო სანომრე ნიშნებისა დამაგრება, დამცავი მასალის აძრობა და გასაღებების აღრიცხვა/შენახვა. ** ავტოსალონში არსებული ავტომობილების დასუფთავება ** ავტომობილების გადაყვანა სამრეცხაოზე ** ავტომობილების საბურავების წნევის, საწვავის დონისა, აკუმულატორის მდგომარეობის და სხვა ტექნიკური პარამეტრების შემოწმება. ** გასაყიდი ავტომობილების მომზადება სარეალიზაციოდ; ** შოურუმში არსებული ავტომობილებისა და აქსესუარების მუდმივი ზედამხედველობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მოქმედი მართვის მოწმობა ** როგორც ავტომატური, ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების უსაფრთხოდ მართვის უნარი. ** სრული ზოგადი განათლება (ატესტატი); საჭიროების შემთხვევაში შაბათ-კვირას, საღამოს საათებში ან სადღესასწაულო დღეებში მუშაობის შესაძლებლობა. დამატებითი მოთხოვნები: ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდში მუშაობის უნარი; სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00. ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები +დაზღვევა. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@renault.ge არაუგვიანეს 2026 წლის 25 დეკემბრისა. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ავტოპარკის/ავტოსალონის დამხმარე.

განაცხადის გაგზავნა →