← ყველა ვაკანსია

მცხობელი-კონდიტერი

მორსელსი

"მორსელსი" ეძებს მცხობელ-კონდიტერს თბილისში. "Morsels" ქართული საკონდიტრო ბრენდია. ჩვენი მთავარი პროდუქტია ხელნაკეთი იტალიური ორცხობილა. გუნდში ვეძებთ საკონდიტრო გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც უყვარს ცხობა და დეტალებს ყურადღებას აქცევს. რას გააკეთებ: ** მოამზადებ ორცხობილას და სხვა საკონდიტრო ნაწარმს ჩვენი რეცეპტების მიხედვით. ** წარმართავ ორცხობილების (და არამხოლოდ) მომზადების სრულ პროცესს. ** იზრუნებ ყოველ პარტიაში ხარისხის კონტროლზე. ** სამუშაო სივრცესა და ინვენტარს სუფთად შეინახავ და დაიცავ სურსათის უვნებლობის წესებს. რას ველით შენგან: ** კონდიტერად ან მცხობელ-კონდიტერად მუშაობის გამოცდილებას. ** რეცეპტების სიზუსტით შესრულებას და სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარს. ** პასუხისმგებლობასა და აკურატულობას. ორცხობილებისა და სხვა მშრალი საკონდიტრო ნაწარმის მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. რას დაგახვედრებთ: ** HACCP-ის სერტიფიცირებულ, კეთილმოწყობილ საწარმოს, სადაც ცხობისთვის საჭირო დანადგარები, ინვენტარი და ინგრედიენტები ადგილზე დაგხვდება. ** ჩვენი გუნდის წევრთან ერთად მოამზადებ ორცხობილას და პრაქტიკულად გაეცნობი "მორსელსის" რეცეპტსა და ცხობის ტექნიკას. ** პატარა გუნდს, სადაც შენს გამოცდილებას ვაფასებთ. თუ ახალი გემოს ან დესერტის იდეა გაქვს, მის გამოცდაშიც მიიღებ მონაწილეობას. პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი ** გრაფიკი: 5 დღე კვირაში, 6 საათი დღეში (30 საათი კვირაში, გრაფიკს მოვარგებთ კონდიტერის სურვილებს) ** ანაზღაურება: 2000 ლარი გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვწერე, სად გიმუშავია და რა სახის საკონდიტრო ნაწარმს ამზადებ. თუ გაქვს, შეგიძლია შენი ნამუშევრების ფოტოებიც გაგვიზიარო. საკონტაქტო ელ. ფოსტა: sales@morselsfoods.com

განაცხადის გაგზავნა →