← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

ბ.ს.პ კაპიტალი · თბილისი

კომპანია „ბსპ კაპიტალი“ (BSP Capital) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და პროექტების დეტალური პრეზენტაცია;მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის სრული მართვა;კლიენტთა ბაზის განვითარება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უძრავი ქონების (ბინების) გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ანაზღაურება და სამუშაო პირობები: გამოსაცდელი ვადა (პირველი თვე): ანაზღაურება მხოლოდ საბონუსე სისტემით — თითოეული გაყიდული ბინის ღირებულების 0.3%;მე-2 თვიდან: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + უცვლელი საბონუსე სისტემა (გაყიდული ბინის 0.3%);6 თვის შემდეგ: ფიქსირებული ხელფასის ეტაპობრივი ზრდა 1500 ლარამდე (ბონუსი 0.3% კვლავ ნარჩუნდება მუდმივად). დაინტერესების შემთხვევაში: დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 79 90 97 გამოგვიგზავნეთ რეზიუმე Mail: ltd.bspcapital@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →