← ყველა ვაკანსია

ინჟინერი

ვიკონ გრუპი · თბილისი

VIKON Group აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : ინჟინერი / Engineer VIKON Group- ი საქართველოში წამყვანი საინჟინრო, სამშენებლო და საპროექტო კომპანიაა, რომელიც საქმიანობს საინჟინრო ქსელებისა და სისტემების პროექტირების, ტექნიკური კონსულტაციისა და სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით. მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ძირითადი მოვალეობები: სამშენებლო პროცესების ინჟინერული ტექნიკური მხარდაჭერა;სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;ფორმა №2-თან მუშაობის გამოცდილება;შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;ობიექტებზე საჭიროების შემთხვევაში მივლინებები შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად და შემდგომი პროცესების დასაგეგმად;პროექტის შემუშავების პროცესში ტექნიკური საკითხების შეთანხმება მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.);პროექტების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და პერიოდული განახლება;სამუშაო პროცესში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა;შესაბამის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებში პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა;სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (არქიტექტურის, სამშენებლო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით);გამოცდილება სამშენებლო სექტორში არანაკლებ 2 წელი;ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Word, AutoCAD, ArchiCAD). პიროვნული უნარები: ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარებიპუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: info@vikon.ge ელფოსტის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

განაცხადის გაგზავნა →