უფროსი ექთანი / 24-საათიანი ექთანი
ჯეო მედი · მცხეთა
ჯეო მედი აცხადებს ვაკანსიას პოზიციებზე : უფროსი ექთანი/ 24-საათიანი ექთანი საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის
ცენტრში საგურამოში.
უფროსი ექთანი
ჩვენ გთავაზობთ:
მაღალ ანაზღაურებას;კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
საექთნო სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;ექთნებისა და მომვლელების სამუშაო პროცესის ზედამხედველობა;პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;საექთნო პროცედურების შესრულებისა და მოვლის სტანდარტების დაცვის კონტროლი;ექიმის დანიშნულებების შესრულების კონტროლი;მედიკამენტების შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის პროცესის ზედამხედველობა;საექთნო დოკუმენტაციის წარმოებისა და განახლების კონტროლი;საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელ სიტუაციებზე შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;ცენტრის ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური სამუშაო საკითხების კოორდინაცია.
ჩვენი მოთხოვნები:
უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება;ექთნად მუშაობის გამოცდილება;უფროსი ექთნის ან საექთნო სამსახურის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;საექთნო პროცედურებისა და მოვლის სტანდარტების ცოდნა;ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;ეფექტური კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი;
სამუშაო ადგილი: საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრი საგურამოში.
24 საათიანი მორიგე ექთანი
ჩვენ გთავაზობთ:
მაღალ ანაზღაურებას;კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი ცვლისგანმავლობაში;ექიმის დანიშნულებების ზუსტი და დროული შესრულება;საექთნო პროცედურებისა განხორციელება;მედიკამენტების აღრიცხვის, შენახვისა და მიღების წესების დაცვა;საექთნო დოკუმენტაციის წარმოება და მდგომარეობის ცვლილებების დაფიქსირება;ექთნის დამხმარეების (მზრუნველების) საქმიანობის კოორდინაცია ცვლის პერიოდში;გადაუდებელ სიტუაციებზე პირველადი და დროული რეაგირება კომპეტენციისფარგლებში.
ჩვენი მოთხოვნები:
უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება;ექთნად მუშაობის გამოცდილება;საექთნო პროცედურებისა და მოვლის სტანდარტების ცოდნა;ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა - გრაფიკი შეთანხმებით;
სამუშაო ადგილი: საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრი საგურამოში.
ანაზღაურება: ერთი 24 საათიანი მორიგეობა 130 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.geomedi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება