← ყველა ვაკანსია

ექთნის დამხმარე / მზრუნველი

ჯეო მედი · მცხეთა

„ჯეო მედი“ აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის დამხმარის (მზრუნველის) პოზიციაზე საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრში საგურამოში. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს. ძირითადი მოვალეობები: პაციენტების ყოველდღიურ მოვლასა და ჰიგიენურ პროცედურებში დახმარება;კვების, გადაადგილებისა და ყოველდღიური აქტივობების პროცესში პაციენტების მხარდაჭერა;პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი და ნებისმიერი ცვლილების შესახებ ექთნის ან უფროსი ექთნის დროული ინფორმირება;პაციენტების ოთახებისა და პირადი სივრცის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;საექთნო პერსონალის მითითებებისა და შიდა განაწესის დაცვა. ჩვენი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე ან პაციენტთა მოვლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ყურადღება დეტალების მიმართ და ემპათიის მაღალი გრძნობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;გუნდური მუშაობისა უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი ცვლა, გრაფიკი შეთანხმებით;სამუშაო ადგილი: საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრი საგურამოში.ანაზღაურება: ერთი 8 საათიანი მორიგეობა - 80 ლარი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.geomedi@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →