← ყველა ვაკანსია

ტენდერი სხვადასხვა ნივთის მიწოდების მიზნით

CHCA

ა (ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (სჰც "აფხაზეთი") იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საგრანტო ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა ნივთის მიწოდების მიზნით ჩარჩო ხელშეკრულების გასაფორმებლად. დონორი — საერთაშორისო დაბრუნებისა და რეინტეგრაციის დახმარება (IRARA) ტენდერი მოიცავს შემდეგ ლოტებს: LOT #1 — საყოფაცხოვრებო ნივთები LOT #2 — ხელსაწყოები LOT #3 — გათბობის სისტემები LOT #4 — სამშენებლო მასალები LOT #5 — ტექნიკა LOT #6 — ავეჯი მონაწილეებს შეუძლიათ სატენდერო წინადადების წარმოდგენა როგორც ყველა ლოტზე, ასევე ერთ ან რამდენიმე ლოტზე. სავარაუდო შესყიდვის ჯამური ღირებულება: 700, 000 ლარი და მეტი. სავალდებულო დოკუმენტაცია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაეცნოთ და წარმოადგინოთ: ** CHCA_Procurement_Annex_1 — Technical Specifications (LOT #1-LOT #6) — მოთხოვნილი ნივთების ტექნიკური სპეციფიკაციები; (გაცნობა) ** CHCA_Procurement_Annex_2 — Offer Form — შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული; ** CHCA_Procurement_Annex_3 — Code of Conduct Standard — ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. შევსებული დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ: tender@chca.org.ge შემოთავაზების წარდგენის ბოლო ვადა: 21 აგვისტო 2026, 18:00 საათი (საქართველოს დროით). საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სატენდერო დოკუმენტაციისა და ტექნიკური სპეციფიკაციების სრული ვერსია წარმოადგენს ტენდერის განუყოფელ ნაწილს. კითხვებისთვის: procurement@chca.org.ge ტელეფონის ნომერი +0322 944 544 საკონტაქტო ნომერი შესყიდვების ოფიცერი კახაბერ კოპალიანი +995 591 090184

განაცხადის გაგზავნა →