გაყიდვების კონსულტანტი
Geosm · თბილისი
კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 3000-მდე დასახელების პროდუქცია. მაღაზია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 14
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 10:00-20:00სთ, დასვენება - ყოველ მესამე დღეს
ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული + სამი თვის შემდეგი ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზემაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლაგაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსებამომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვაკლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლადმიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებახარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება
ძირითადი მოთხოვნები:
ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;პროფესიული ან უმაღლესი განათლება;ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
პიროვნული თვისებები:
ენერგიული;ორგანიზებული;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;მოტივირებული;შრომისმოყვარე;თავაზიანი;გუნდური მუშაობის უნარის მქონე;დეტალებზე ორიენტირებული;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!