ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომელი
აბლი ბაბლი · თბილისი
აბლი ბაბლი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა გასართობი კლუბის თანამშრომლის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი მოლი
თუ გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ხარ ენერგიული, პასუხისმგებლიანი და პოზიტიური, ეს ვაკანსია შენთვისაა.
ვის ვეძებთ?
ენერგიულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს;პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც აქვს მოთმინების უნარი;ადამიანს, რომელსაც გულწრფელად უყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა ან დასრულებული განათლება;საბავშვო ბაღში, გასართობ ცენტრში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები
ბავშვების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა;სათამაშო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა;სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობის შეთავაზება და ჩატარება;სტუმრებისთვის სასიამოვნო და მეგობრული გარემოს შექმნა.
სამუშაო პირობები
სამუშაო საათები: 10:00 – 22:00ცვლა: 9-საათიანი სამუშაო დღე (1 საათიანი შესვენებით), მცოცავი გრაფიკითდასვენება: კვირაში 2 დღე (მცოცავი)
სტუდენტებისთვის შესაძლებელია მორგებული გრაფიკის შეთავაზება.
ანაზღაურება: ანაზღაურება შეადგენს 1 200–1 500 ლარს. პირობები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით და განიხილება გასაუბრების დროს.
თუ ფიქრობ, რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ბავშვებთან ერთად პოზიტიურ და მხიარულ გარემოს შექმნის, გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ablibabli.com