მაღაზიის მენეჯერი
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია · თბილისი
შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ წარმოდგენილია წამყვანი სავაჭრო ცენტრებით „სითი მოლი საბურთალო“, „სითი მოლი გლდანი“ და პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრით ,,სითი თაუერი“.
სითი მოლი საბურთალოს პრემიუმ სივრცის ახალი პროექტისთვის ვეძებს მაღაზიის მენეჯერს.
მდებარეობა - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #70
სამუშაო განაკვეთი - სრული
ძირითადი მოვალეობები:
მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლიმომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უზრუნველყოფადაქვემდებარებული გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღებაგუნდის მართვა, მათი საქმიანობის მონიტორინგი და სამოტივაციო სისტემების შემუშავებამარაგების მართვა, ნაშთების კონტროლი, ბრუნვის მონიტორინგიმაღაზიაში მიმდინარე პრობლემების ოპერატიული გადაჭრამარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებასაქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტინგის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლებასაცალო გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებაინგლისური ენის ცოდნაMS Office-ის ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის ვადით.