ბუღალტერი
IK Consulting · თბილისი
IK Consultinggeo აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც საქმიანობს უძრავი ქონების ოპერაციების სფეროში.
IK Consulting აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00
ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების წარმოება (სალარო აპარატისა და POS-ტერმინალის გამოყენებით);ბილინგის სისტემაში მონაცემების დამუშავება და შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და დოკუმენტაციის აღრიცხვა;კრედიტორებთან დაკავშირებული ოპერაციების ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;შვილობილი კომპანიების მიმართულებით განსაზღვრული საბუღალტრო ფუნქციების შესრულება და მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა არარეგულარულად, საჭიროების შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით;საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით, Excel-ის) კარგი ცოდნა;საბუღალტრო პროგრამების (Info, Exact) ცოდნა და მათთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;მომსახურების სფეროში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;საგადასახადო კოდექსისა და საბუღალტრო სტანდარტების ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე.
პიროვნული უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;დროის ეფექტურად მართვის უნარი;ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;მაღალი სამუშაო დისციპლინა და სიზუსტე.
ორგანიზაციის ბენეფიტი:
ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიული პაკეტი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: ikconsultinggeo@gmail.com
განაცხადების მიღების ვადა: 25 აგვისტო, 2026
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები და CV გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესისთვის და არ გადაეცემა მესამე პირს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.