← ყველა ვაკანსია

სტუმრის გამოცდილების ამბასადორი

TAV Georgia Operation Services · თბილისი

TAV Operation Services არის TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერი აეროპორტებში პრემიუმ სამოგზაურო სერვისების მიმართულებით. კომპანია ოპერირებს დაახლოებით 90 ლოკაციაზე 19 ქვეყანაში და ემსახურება მილიონობით მგზავრს. საქართველოში TAV Operation Services წარმოდგენილია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, მათ შორის უზრუნველყოფს: Primeclass ლაუნჯების ,Fast Track და Meet & Greet მომსახურებას, წევრობის პროგრამებსა და ციფრულ სამგზავრო გადაწყვეტილებებს. კომპანია ორიენტირებულია სტუმრებისთვის კომფორტული, უწყვეტი და მაღალი ხარისხის გამოცდილების შექმნაზე აეროპორტში მოგზაურობის ყველა ეტაპზე. შემოუერთდით ჩვენს გუნდს სტუმრის გამოცილების ამბასადორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები (დღე/ღამე), 2 დღე დასვენება ძირითადი მოვალეობები მგზავრებისთვის პრემიუმ კლასის აეროპორტის სერვისების უზრუნველყოფა და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება.მგზავრების მხარდაჭერა რეგისტრაციის (Check-in), ბარგის, ვიზისა და სხვა აეროპორტის პროცედურების განხორციელებისას, აეროპორტის რეგულაციებისა და კომპანიის წესების დაცვით.მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, ოპერაციული დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშსწორების პროცესების მართვა.მომხმარებელთა კმაყოფილებისa და სამიზნე გაყიდვების მიღწევის ხელშეწყობა გამორჩეული მომსახურებისა და პროცესების უწყვეტი გაუმჯობესების გზით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარიდეტალების მიმართ ყურადღებიანიპასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა რას გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებასჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტსტრანსპორტირებას (მ/ს ავლაბარი)კვებას თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: nestan.gagadze@tav.aero სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →