← ყველა ვაკანსია

აქტივ-პასივების მართვის განყოფილების მენეჯერი

ბანკი ქართუ · თბილისი

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას აქტივ-პასივების მართვის განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე. დეპარტამენტი: ხაზინის დეპარტამენტი განყოფილება: აქტივ-პასივების მართვის განყოფილება ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი ფუნქციები და მოვალეობები: აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურის ოპტიმიზაციაში მონაწილეობა მომგებიანობის, სტაბილურობისა და ზრდის მხარდასაჭერად;ლიკვიდობის დაგეგმვის, მონიტორინგისა და სტრესტესტირების ზედამხედველობაში მონაწილეობა ნორმალურ და სტრესულ სიტუაციებში;შიდა ლიკვიდობის ლიმიტებისა და საზედამხედველო კოეფიციენტების დაცვის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;დაფინანსების სტრატეგიის მხარდაჭერა, მათ შორის დეპოზიტებისა და სესხების ფასწარმოქმნაში მონაწილეობა;ბალანსის სტრუქტურასა და მოგებაზე ბაზრის განვითარების გავლენის შეფასებაში მონაწილეობა;აქტივ-პასივების მართვის კომიტეტისთვის მასალების, ანალიზის, ანგარიშგებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;აქტივ-პასივების მართვის კომიტეტის გადაწყვეტილებების დროული შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;ბალანსის პროგნოზების, ლიკვიდობის პროგნოზებისა და სცენარების ანალიზის პროცესში მონაწილეობა;ბიუჯეტირებაში ICAPP/ILAAP პროცესებსა და სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობა;ბანკის შიდა ანგარიშგების წარმოება/შემუშავებაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში ან და სხვა საფინანსო ორგანიზაციაში. განათლება: სავალდებულო: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა. სასურველი: VBA, Power BI-ს ცოდნა;CFA/FRM პროგრამების კანდიდატი. უნარები: სავალდებულო: ანალიტიკური აზროვნება;მუშაობა არსებული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად. სასურველი: ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკისა და სტატისტიკის ცოდნა. თვისებები: სავალდებულო: დეტალებზე ორიენტირებულობა;დროის ეფექტური მართვა;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. სასურველი: გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/EZL3

განაცხადის გაგზავნა →