IFRS ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი
ბანკი ქართუ · თბილისი
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას IFRS ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: ანგარიშგებების დეპარტამენტი
განყოფილება: ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS) ანგარიშგების განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
ყოველთვიური, კვარტალური და წლიური შიდა/გარე ანგარიშგებების წარმოება IFRS მიხედვით;სხვადასხვა ანალიტიკური და განმარტებითი ცხრილის წარმოება IFRS მოთხოვნების მიხედვით;IFRS მიხედვით შიდა პოლიტიკების/მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;წლიური გარე აუდიტორული შემოწმების ფარგლებში აუდიტორთან ურთიერთობის კოორდინაცია;ანგარიშგებების ავტომატიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
სასურველი:
VBA, SQL, Python, R, Power BI-ს ცოდნა;ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკის და სტატისტიკის ცოდნა;ACCA/CFA პროგრამების კანდიდატი;სამუშაო გამოცდილება ბანკში ან სხვა საფინანსო ორგანიზაციაში შესაბამისი განხრით.
უნარები და თვისებები:
სავალდებულო
ანალიტიკური აზროვნება;მუშაობა არსებული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად;დეტალებზე ორიენტირებულობა;დროის ეფექტურად მართვის უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სასურველი:
გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/K79r