უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომელი
ჰიპერმარკეტი Domino · ქუთაისი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში
ძირითადი მოვალეობები:
სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;სავაჭრო ობიექტში პროდუქციის მიღების/გაშვების სისწორის კონტროლი;ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დაცვის სამსახურში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა;
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;დისციპლინირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება - 40 საათიანი სამუშაო კვირა;სამუშაო საათები: 09:00-20:00/11:00-22:00 სთ (1 საათი შესვენება)ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი (150-300 ლარი)ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო)
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/83vaNOrc
გისურვებთ წარმატებებს!