მარკეტინგის მენეჯერი
ტრანსპორტერი
"ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგის მენეჯერი.
ძირითადი პირობები:
** მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: 2500 - 3000 ლარი ხელზე ასაღები (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** ქვეყნის ფარგლებში მივლინებები ივენთებიდან გამომდინარე
ძირითადი მოთხოვნები:
vუმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტო-მოტო სფეროში)
** ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება (როგორც ციფრულ არხებში, ისე ფიზიკურ სივრცეში)
** უპირატესობა მიენიჭება ავტო-მოტო სპორტის სფეროში ღონისძიებების დაგეგმვის და ჩატარების გამოცდილების ქონას
** ძლიერი საორგანიზაციო უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომერციულ დეპარტამენტთან და ბრენდ მენეჯერებთან კოორდინირებული მუშაობით გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა სწორი მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენებით.
** ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების ეფექტური დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი (როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ არხებში).
** ბრენდული, ივენთ-პროექტებისა და კორპორაციული ღონისძიებების სრული ციკლის ორგანიზება, ლოჯისტიკა და მართვა
** კომპანიის მარკეტინგული გეგმის შესრულება მარკეტინგის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით
** მარკეტინგული ბიუჯეტის კამპანიების მიხედვით შედგენა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება და ხარჯების კონტროლი და ანგარიში
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა - მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა (პრეზენტაციები, მასალები და სხვ.) საერთაშორისო ბრენდების მარკეტინგული მოთხოვნების/ ანგარიშგებების მომზადება და კონტროლი.
** სოციალური მედიის აქტივობების მართვა და შესაბამისი გუნდის (კონტენტ კრეატორები, დიზაინერები და სხვ.) კოორდინაცია
** სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალების (ტექსტი, დიზაინი, ვიდეო და ა.შ.) მომზადების პროცესის მართვა
** შოურუმის ვიზუალი: შოურუმის ვიზუალური მხარის მოწესრიგება - კონცეფციების შეტანა, ბანერებით უზრუნველყოფა და სხვა
** კრეატიული კამპანიები და ციფრული მხარე: ბრენდის პოზიციონირებისთვის ახალი იდეების განხორციელება, Google Review-ები, SEO ოპტიმიზაცია და სხვა პრობლემების მოძიება/აღმოფხვრა
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 14 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა
** პირისპირ გასაუბრება
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/AxWXLVWc