← ყველა ვაკანსია

უნივერსალური მზარეული

Best Western Plus Batumi · ბათუმი

საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულო დეპარტამენტში შემდეგ პოზიციაზე: უნივერსალური მზარეული. ძირითადი მოვალეობები: ** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად; ** საკვების მომზადებისა და მირთმევის, პრეზენტაციის პროცესის მონაწილეობა/უზრუნველყოფა; ** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა; ** კერძების ტექნოლოგიური ბარათების წინასწარი გაწერა და პროცესში მონაწილეობის მიღება; ** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება; ** თანამშრომლებისათვის დეტალური ტრენინგის ჩატარება, განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე უსაფრთხოების წესების შესახებ; ** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; ** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; ** შეფ-მზარეულის სხვა მითითებების შესრულება. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** სისწრაფე და დროის მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში; ** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად). სამუშაო გრაფიკი: 40 საათი; ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13 ბ. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →