← ყველა ვაკანსია

მიმტანი

Best Western Plus Batumi · ბათუმი

საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მიმტანის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები (კვირაში 2 დღე დასვენება); ლოკაცია: ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13ბ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** რესტორნის სივრცის მომზადება სტუმრების მოსვლამდე; ** მენიუს და სხვა სასტუმროს ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა; ** სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის ცოდნა და საჭიროებისამებრ სტუმრისთვის ახსნა; ** შეკვეთის სწორი აღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად; ** სტუმრებთან და კოლეგებთან დადებითი და ეფექტური კომუნიკაცია; ** სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. საჭირო პიროვნული უნარები: ** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** პოზიტიურობა, ენერგიულობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** დროის მართვის უნარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →