ინტერიერის დიზაინერი
თეთრი კვადრატი
"თეთრი კვადრატი" არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია. ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".
"თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არქიტექტურაში და დიზაინში არსებული მიმდინარეობების ცოდნა.
** ბაზარზე არსებული მოსაპირკეთებელი მასალების ცოდნა და გამოყენების პირობები
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა - 3Ds Max; ArchiCad / Revit; [3D ვიზუალიზაციის ხარისხი პრიორიტეტულია];
** სამუშაო გამოცდილება ბინის დაგეგმარებასა და დიზაინში
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა.
** მოცემული დავალების სწორად გაანალიზებისა და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი.
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება.
** პუნქტუალურობა.
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** განვითარებაზე ორიენტირებულობა, კრეატიულობა, ინიციატივიანობა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტებთან ბინის შიდა გეგმარების და საინჟინრო გაყვანილობების შეთანხმება.
** კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად ინტერიერის დიზაინის შექმნა.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით და პორტფოლიოთი ელექტრონულ მისამართზე hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 21 აგვისტო 2026 წელი.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!