← ყველა ვაკანსია

ფილიალის მოლარე-კონსულტანტი

Fitroom

სავარჯიშო სამოსის მაღაზია "ფიტრუმი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. "ფიტრუმი" ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან მოღვაწეობს. იგი აერთიანებს ქალის სავარჯიშო სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვან კოლექციას. ფუნქცია-მოვალეობები: ** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება ** საწყობის ნაშთის კონტროლი ** მომხმარებელთა კონსულტაცია ** შოურუმის წესრიგის კონტროლი (საკიდები, სამოსის შემოწმება) ** პროდუქციის მიღება-მითვლა დადგენილი წესების შესაბამისად ** ონლაინ შემოსული შეკვეთების მომზადება ** პროდუქტების მახასიათებლების ცოდნა პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით მეორე კონსულტანტთან, (2/2, 3/3, 5/2) ან ნახევარ დღიან განაკვეთზე. ფილიალის სამუშაო საათები: 10:00-20:00 ** ლოკაცია: თბილისი, მეტრო დელისთან ახლოს (5-7 წუთი ფეხით) მოთხოვნები: ** სასურველია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** კომუნიკაბელურობა ** პუნქტუალობა ** სასურველია, კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას ** სასურველია, თუ კანდიდატს ექნება პრაქტიკული გამოცდილება ოპტიმო ან რომელიმე სხვა სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობაში ბენეფიტები: ** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო ** მუდმივად მზარდი საბონუსე სისტემა ** მოქნილი გრაფიკი ** შიდა ფასდაკლება თანამშრომლებისთვის დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) PDF ფორმატში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: contact@fitroom.ge და სათაურის ველში მიუთითოთ მოლარე-კონსულტანტის ვაკანსია. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

განაცხადის გაგზავნა →