← ყველა ვაკანსია

უძრავი ქონების აგენტი

აბშერ გრუპი

კომპანია "აბშერ გრუპი" რომელიც არის საქართველოში უცხოელი სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი შემომყვანი ბაზარზე, ეძებს ახალ გუნდის წევრს უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** უძრავი ქონების მოძიება ჩვენი კომპანიის სტუდენტებისთვის; ** ბინის ჩვენება-დათვალიერება; ** მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება ჩვენს სოციალურ ქსელებში; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამართული კომუნიკაციის უნარი ზეპირად და წერილობით; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა B2 (არაბული ენის ცოდნა, თუნდაც დაწტებით დონეზე ჩაითვლება უპირატესად) ** კომპიუტერული უნარები, მარტივი საოფისე პროგრამები (word, excel). ** დროის მენეჯმენტის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** უპირატესად ჩაითვლება, თუ კანდიდატს ეყოლება საკუთარი ავტომობილი, ან ექნება მართვის მოწმობა ჩვენი უპირატესობები: ** კომფორტული სამუშაო გარემო ** ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება ** სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფა ** სტაბილურობის მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო გრაფიკი: შესაძლოა მოქნილ გრაფიკზე შეთანხმება. ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ, ფიქსირებული, +ბონუსი მინიმუმ 3000+ ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე/ მობილურობაზე/უნარებზე) დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.absher.ge@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად (subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების აგენტი". მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →