← ყველა ვაკანსია

ფსიქოთერაპევტი

ნიუ ჰოსპიტალსი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოთერაპევტის პოზიციაზე ტკივილის მართვის ცენტრში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი; ** ფსიქოთერაპიული მუშაობის გამოცდილება; ** გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა); ** ეთიკური სტანდარტების დაცვა. ჩვენ გთავაზობთ: ** საერთაშორისო მომზადებას და პროფესიულ განვითარებას: შერჩეული კანდიდატი გაემგზავრება ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ტკივილის მართვის პაციენტებთან მუშაობის ფსიქოთერაპიული ასპექტებისა და წამყვანი მეთოდოლოგიების შესასწავლად; ** უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების მიღებას: შერჩეული კანდიდატი იმუშავებს სპეციფიკური პროფილის (ქრონიკული ტკივილის მქონე) პაციენტებთან ფსიქოთერაპიული მიმართულებით. პიროვნული თვისებები: ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გულისხმიერება, თავაზიანობა; ** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 14.09.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "ფსიქოთერაპევტი". თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →