← ყველა ვაკანსია

დიასახლისი

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა · თბილისი, რეგიონები

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა. კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე დიასახლისის პოზიციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში. ძირითადი მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** დროის მართვის უნარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება; ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, კვების ობიექტის მუდმივ რეჟიმში სუფთა მდგომარეობის უზრუნველყოფა; ** ქიმიური და სარეცხ-საწმენდი საშუალებების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა, შეკვეთა და მათი რაციონალურად ხარჯვა/გამოყენება; ** ქიმიური და სარეცხ-საწმენდი საშუალებების ინსტრუქციების (უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა, გამოყენების წესის დაცვა და კონტროლი) შესაბამისად გამოყენება; ** HACCP სტანდარტის დაცვა; ** კვების ობიექტის პერიოდულად გენერალური დალაგების წარმოება; ** კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** პრობლემების გადაჭრის უნარი; ** დისციპლინირებული; ** პუნქტუალური; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** კვებით უზრუნველყოფას; ** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ გუნდს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს; ** ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში. სამუშაო გრაფიკი: მოძრავი; ანაზღაურება: დღეში - 60.00 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

განაცხადის გაგზავნა →