← ყველა ვაკანსია

უფროსი მზარეული

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა · თბილისი, რეგიონები

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა. კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე უფროსი მზარეულის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში. ძირითადი მოთხოვნები: ** 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე; ** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით; ** სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები; ** სამზარეულოს ფუნქციონირების, კულინარიული პრაქტიკების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა; ** HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება; ** პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით. ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობიდან ხარისხიანი პროდუქციის მიღება; ** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** კერძის მომზადების წესებისა და დადგენილი მენიუ-კალკულაციების მიხედვით კერძების მომზადება; ** კერძის დროულად და ხარისხიანად მომზადების კონტროლი; ** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე ყოველდღიურად საქმიანობის დელეგირება და მათი ჯეროვნად შესრულების კონტროლი; ** დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დისციპლინისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი; ** დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება; ** HACCP სტანდარტის დაცვა; ** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** დროის მენეჯმენტის მართვის უნარი; ** პრობლემების გადაჭრის უნარი; ** მენეჯერული უნარები; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული; ** პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** კვებით უზრუნველყოფას; ** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას; ** ჯანსაღ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ გუნდს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს; ** ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში. სამუშაო გრაფიკი: მოძრავი ანაზღაურება: 102, 25 ლარიდან - 132, 32 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

განაცხადის გაგზავნა →