← ყველა ვაკანსია

საწყობის უფროსი

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა · თბილისი, რეგიონები

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა. კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი /პროფესიული განათლება; ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel). ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობში პროდუქციის მიღება და დასაწყობება სახეობების, სპეციფიკაციებისა და შენახვის პირობების შესაბამისად; ** პროდუქციის მიღებისას ხარისხის, ვადიანობის, ეტიკეტირებისა და ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი; ** პროდუქტის მიღებისას, პროდუქციის აწონა და მისი შედარება სასაქონლო ზედნადებთან; ** საწყობში სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი; ** საწყობიდან სამზარეულოში პროდუქციის ზუსტი რაოდენობით (ზედნადების მიხედვით) მიღების კონტროლი; ** საწყობის ნაშთების სრული აღწერა ყოველი თვის ბოლოს; ** დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება; ** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** პრობლემების გადაჭრის უნარი; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული/პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: ** კვებით უზრუნველყოფას; ** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას; ** ჯანსაღ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ გუნდს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს; ** ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი / 09:00-18:00სთ; ანაზღაურება: 2000 ლარიდან - 2500 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა). დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

განაცხადის გაგზავნა →