← ყველა ვაკანსია

კვების ობიექტის მენეჯერი

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა · თბილისი, რეგიონები

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა. კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი /პროფესიული განათლება; ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება, სასურველია გამოცდილება კვების ობიექტების / რესტორნების მიმართულებით; ** პრიორიტეტულია HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel). ფუნქცია-მოვალეობები: ** კვების ობიექტის ყოველდღიური მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი; ** მომდევნო სამუშაო დღის დაგეგმვა და გეგმის მიხედვით შესაბამისი მითითებების მიცემა პერსონალისათვის; ** პერსონალის მოვალეობების შესრულების ხარისხის მუდმივი კონტროლი; ** საჭიროებისამებრ, პერსონალს შორის ფუნქციათა ეფექტური გადანაწილება, მათთვის დახმარების გაწევა დაგეგმილი საქმის შესრულებისათვის; ** ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი; ** ყველა სააღრიცხვო დოკუმენტის სწორი წარმოება და დროული მიწოდება ადრესატისთვის; ** პროდუქციის დროული და სწორად განსაზღვრული რაოდენობებით შეკვეთა; ** მარაგების მიწოდების მომენტში მიღებული პროდუქტის ხარისხიანობის, ვადიანობისა და ეტიკეტირების კონტროლი; ** დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება; ** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის მენეჯმენტის მართვის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** პრობლემების გადაჭრის უნარი; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული/პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: ** კვებით უზრუნველყოფას; ** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას; ** ჯანსაღ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ გუნდს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს; ** ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი / 09:00-18:00სთ; ანაზღაურება: 2500, 00 ლარიდან - 3000, 00 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა). დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

განაცხადის გაგზავნა →