გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
Match Up Consulting
თუ გაქვს გაყიდვების დეპარტამენტის მართვის გამოცდილება B2B და B2C მიმართულებებით, იცი ქართული და რუსული ენები და გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა, "Match Up Consulting" - ი პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიისთვის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე სწორედ შენ გეძებს!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული: 3000-4000 ლარი ხელზე ასაღები; ბონუსი: 2500+ ლარი (საშუალოდ გენერირებული) ჯამურად შესაძლებელია 6500+ ლარის გამომუშავება
** სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ 10:00-18:00 (1 სთ შესვენება)
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (ბელიაშვილის ქუჩა)
** შვებულება - 24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეებში - დასვენება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** პროფესიული ტრენინგი მუშაობის დაწყებამდე
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, ხელმძღვანელობისთვის წარდგენა და დამტკიცების შემდგომ მისი სრული იმპლემენტაცია
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაყიდვების გეგმების შედგენა, შეთანხმება და მათ შესრულებაზე მუდმივი მონიტორინგი
** კომპანიის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვებისა და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების (KPIs) მიღწევის უზრუნველყოფა
გუნდის მართვა, განვითარება და შერჩევა
** გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომელთა შერჩევის პროცესის დაგეგმვა, სამუშაო აღწერილობების შემუშავება და შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობა
** დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტიანი მართვა, მათი პროფესიული განვითარება და მოტივაციაზე/კეთილდღეობაზე ზრუნვა
** თანამშრომლებისთვის რეგულარული უკუკავშირის უზრუნველყოფა
ბაზრის ანალიზი და ბიზნესის განვითარება
** ბაზრის მუდმივი შესწავლა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და ინდუსტრიული ტენდენციების იდენტიფიცირება
** მიღებული ანალიტიკური მონაცემების ინტეგრირება სტრატეგიული დაგეგმარებისა და მართვის პროცესში
ხარისხის კონტროლი, პროცესების ოპტიმიზაცია და KPI-ების მონიტორინგი
** მომსახურების პროცესებისა და ხარისხის პერიოდული ანალიზი, სუსტი რგოლების გამოვლენა და ოპტიმიზაციისთვის რეკომენდაციების შემუშავება.
** გაყიდვების გუნდის აქტივობების (ზარები, მიმოწერები, შეხვედრები) მონიტორინგი, ხარისხობრივი შეფასება და კორექტირებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
** გაყიდვების ძირითადი მეტრიკების კონტროლი და პროცესების ავტომატიზაციაზე ზრუნვა
ანგარიშგება
** გაყიდვების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების შესახებ პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა.
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
აუცილებელია, რომ:
** გქონდეს მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** გქონდეს მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე
** გქონდეს ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის გამოცდილება
** გქონდეს უმაღლესი განათლება
** გქონდეს მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** იცოდე ქართული და რუსული ენები კარგად
გაგვიხარდება, თუ:
** გაქვს CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** გაქვს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suite)
** იცი ინგლისური ენა საკომუნიკაციოდ
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/f76CB