კორპორატიული ბანკირი
ბანკი ქართუ
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე კორპორატიული ბიზნესის მომსახურების განყოფილებაში.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** ახალი პოტენციური კლიენტების მოზიდვა, საბანკო პროდუქტების (როგორც საოპერაციო, ასევე საკრედიტო) შეთავაზება;
** კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება;
** ანალიტიკოსთან ერთად კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად;
** სესხის გაცემისთვის სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადება და სესხის გაცემის დადგენილი პროცედურების უზრუნველყოფა;
** კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე მათი ბანკის არსებული საოპერაციო პროდუქტების სრული პაკეტით უზრუნველყოფა;
** კლიენტის დახმარება საბანკო მომსახურებისას წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარების მიზნით;
** არასტანდარტულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაცია;
** საკუთარი პორტფელის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
** საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება დაკრედიტების/გაყიდვების მიმართულებით;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები);
** ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა.
თვისებები:
სავალდებულო
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/qyC3