← ყველა ვაკანსია

წარმოების სტაჟიორი

Blue Waters

იწყებ კარიერას? გახდი წარმოების სტაჟიორი "Blue Waters"-ში! კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters გაინტერესებს, როგორ იქმნება პროდუქტი რეალურად და გინდა თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობა ისწავლო? Blue Waters ეძებს 2 მოტივირებულ სტაჟიორს წარმოების გუნდში! ჩვენ არ მოვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას — მთავარია გქონდეს ინტერესი, ენერგია და სურვილი, შეისწავლო საწარმოო პროცესები პრაქტიკაში. რას გააკეთებ სტაჟირების პროცესში: ** ისწავლი და დაეხმარები: ჩაერთვები აწყობის სპეციალისტების ყოველდღიურ საქმიანობაში. ** იმუშავებ ტექნოლოგიებთან: მიიღებ მონაწილეობას CNC დანადგარით ლისტების დაჭრისა და დამუშავების პროცესში. ** გაეცნობი საწარმოო რიტმს: მხარს დაუჭერ საწარმოო და სასაწყობე პროცესებს უშუალოდ ადგილზე. რა ცოდნას, გამოცდილებას მიიღებ: ** შეიძენ პრაქტიკულ ცოდნას ბიოგამწმენდი დანადგარების საწარმოო ციკლზე. ** ისწავლი CNC დანადგარის ოპერირებასა და მართვას. ** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, განიხილება წარმოებაში დასაქმების პერსპექტივა! პირობები, რომელსაც გთავაზობთ: ** ხანგრძლივობა: 3 თვე ** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (დღეში 4 საათი), ორშაბათი - პარასკევი ** ცვლები (არჩევით): I ცვლა (09:00 - 13:00) ან II ცვლა (14:00 - 18:00) ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილოს დასახლება ** ანაზღაურება: ფიქსირებული 450 ₾ + ბონუსი (საშუალოდ 200 ₾) ** ვაკანტური ადგილები: 2 მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და დაიწყე პროფესიული ზრდა ჩვენთან ერთად! გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/ProductionIntern/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

განაცხადის გაგზავნა →