ფილიალის თანამშრომელი
სფინი ჩიმნი ქეიქ
კომპანია "სფინი ჩიმნი ქეიქ" (Spinny Chimney Cake) აცხადებს ვაკანსიას ფილიალის თანამშრომლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში!
ჩვენ შესახებ:
სფინი დესერტების საცხობი ქსელია, სადაც ტრადიციული ჩეხურ/უნგრული ტკბილეული — ტრდელნიკი (Chimney Cake) მზადდება. ჩვენ ვქმნით უგემრიელეს, მრავალფეროვან დესერტებს და თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულ, თბილ გარემოს ვახვედრებთ.
თანამშრომლის ძირითადი მოვალეობები:
** ფილიალში მოსული მომხმარებლისთვის პროდუქციისა და მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება;
** ტრდელნიკის ცომთან მუშაობა და გამოცხობა (გამოცდილება არ არის სავალდებულო, ყველაფერს დიდი სიხარულით შეგასწავლით!);
** ტრდელნიკის აწყობა მომხმარებლის სურვილისამებრ სხვადასხვა შიგთავსითა და ინგრედიენტებით;
** მიტანის/გამოძახების სერვისების შეკვეთების მომზადება;
** ფილიალში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება.
შენიშვნა: ფილიალში, ერთდროულად, რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს, შესაბამისად, მოვალეობები გადანაწილებულია, მიუხედავად ამისა, აუცილებელია ყველა პოზიციაზე მუშაობის ცოდნა და უნარი!
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** დარიჩინისა და არომატის სიყვარული;
** პოზიტიური, ღიმილიანი და ენერგიული განწყობა;
** თავაზიანობა და ხალხთან ურთიერთობის სიყვარული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითდისციპლინა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და შრომისმოყვარეობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრულ, თბილ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
** სრულ სწავლებას და მხარდაჭერას;
** სტაბილურ სამუშაოს.
დაინტერესდი?
თუ გსურს გახდე სფინის ტკბილი და ენერგიული გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე: spinny@spinnychimneycake.com