← ყველა ვაკანსია

კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი

scapp

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შემოსულ ზარებზე დროული და ადეკვატური რეაგირება: არსებული და პოტენციური კლიენტების შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა; პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა; საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება; ** კონტაქტ ცენტრის შეუფერხებლად/გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი ტიპის პრობლემის შესახებ უფროსის ოპერატიულად ინფორმირება; ** შემოსულ ტექსტურ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა; ** სხვა საინფორმაციო მომსახურება, რომელიც სამუშაო პროცესთან არის დაკავშირებული. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. სხვა მოთხოვნები: ** გამართული მეტყველება; ** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა); ** სისხარტე მუშაობაში; ** ორგანიზებულობა. სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი: მცოცავი გრაფიკი; ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე; ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://scapp.selfrecruit.ge/s/LHe3

განაცხადის გაგზავნა →