← ყველა ვაკანსია

ჯგუფის უფროსი

ელმონტაჟი

კომპანია "ელმონტაჟი" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ვანის ქ. 5 სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00-18:00 სთ ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით ძირითადი მოვალეობები: ** სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის სამუშაოების განაწილება და შესრულების პროცესის ორგანიზება; ** ობიექტზე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების კოორდინაცია და კონტროლი; ** ტექნიკური დოკუმენტაციისა და საპროექტო მოთხოვნების შესაბამისი სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა; ** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და დადგენილი ვადების კონტროლი; ** ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა; ** სამუშაოებისთვის საჭირო მასალების, ხელსაწყოებისა და სხვა რესურსების საჭიროების განსაზღვრა და დროული მოთხოვნის უზრუნველყოფა; ** სამუშაო პროცესში წარმოშობილი ტექნიკური საკითხებისა და შეფერხებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირის დროული ინფორმირება; ** შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და ანგარიშგების წარდგენა პროექტის კოორდინატორისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები განათლება: ** სასურველია პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტრო მიმართულებით; ** ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების ცოდნა. გამოცდილება: ** ელექტრო-სამონტაჟო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება; ** სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობის ან კოორდინაციის გამოცდილება; ** ელექტრო მოწყობილობებისა და სისტემების მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება. უნარები: ** გუნდის მართვისა და სამუშაოების ეფექტურად ორგანიზების უნარი; ** ტექნიკური აზროვნება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და პროცესების მართვის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კარიერული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობას. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე Hr@elmontage.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ჯგუფის უფროსი". რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია "ელმონტაჟი"-მა დაამუშაოს თქვენი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →